ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს პროექტის დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ

Saturday, November 10, 2018


პროექტი:
,,ისტ.ტექნოლოგიები და XXI საუკუნე''


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა განსაზღვრონ პროექტის ფარგლებში
რამდენად საჭიროა XXI-ში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გააანალიზონ ისტ ტექნოლოგიის მნიშვნელობა
და აქტუალობა დღევანდელ რეალურ ცხოვრებაში,თუ რამდენად საჭიროა მისი
არსებობა და გამოყენება.
პროექტის მიზანი:
           საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს
კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
1.       მოსწავლემ გაცნობიეროს ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური,
გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები;
2.       მოსწავლემ შეეძლოს ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო
და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას;
3.       მოსწავლე ფლობდეს კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი
და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება);
4.       მოსწავლე ფლობდეს ციფრული პროდუქტის შესაქმნელ საშუალებებს;
5.       მოსწავლე ფლობდეს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ციფრულ საშუალებებს.
6.     მოსწავლეს შეეძლოს მისალოცი ბარათების, ბუკლეტების, კროსვორდების შექმნა.


მონაწილეთა ასაკი:11წელი


ვადები/ხანგძლივობა: 4 კვირა.


მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისწავლიან ისტ-ის ეფექტიანად გამოყენებას.
შეძლებენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებას,მის დამუშავებას,ანალიზს.
დაიცავენ სოციალურ და ეთიკურ ნორმებს,არ დაარღვევენ სხვის საავტორო უფლებებს,
შეძლებენ ციფრული პროდუქტების შექმნას და გამოყენებას.
       მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ბუკლეტი,ვებ-გვერდი,ელექტრონული ჟურნალი,
ჩანახატი,ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევა.
ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო
კომუნიკაბელურები.ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიურად
გამოყენებას.


რესურსები: კომპიუტერი,ლეპ-ტოპი,პროექტორი,ფლიფჩარტის დაფა,ფორმატის
ფურცლები,ფერადი მარკერები,ფერადი ფურცლები.


პროექტის მსვლელობა:
დისკუსიის გამართვართვა,კითხვარის შედგენა,მასალის მოძიება ინტერნეტის
საშუალებით,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია,ელ.ვერსიის შედგენა.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 პროექტის ფარგლებში კავშირი გვექნება შემდეგ საგნებთან:ისტორიასთან და
გეოგრაფიასთან.
 პროექტი ითვალისწინებს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
სტანდარტებს:
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების
ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს.
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შ
ერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.



პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამარ ლომიძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamrikolomidze@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://istxxi.blogspot.com/




No comments:

Post a Comment